საწავლო პროექტის ავტორი
სახელი გვარი
|
ლიანა ქევხიშვილი
|
სკოლა
|
სსიპ
ქ.საგარეჯოს #4 საჯარო
|
თემის დასახელება
|
„სიყვარულო
ძალსა შენსა“
|
საგანი
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
დონე/კლასი
|
8-11 კლასი
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
2
კვირა
|
თემის საფუძვლები
სტანდარტი/ინდიკატორები
|
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის
ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი
გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი
მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
·
ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისთვის დამახასიათებელი ფუნქციური სტილის ენობრივ
მახასიათებლებს (ნომინალურ წინადადებებს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციებს და სხვ.);
·
განარჩევს და სათანადოდ იყენებს საკუთარ მეტყველებაში გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული
დამარწმუნებელი ძალა აქვს (მაგ., იდიომებს, ხატოვან გამონათქვამებს, რიტორიკულ ფიგურებს,
სახე-სიმბოლოებს და ა. შ.).
·
აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს
დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
·
აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების
მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს,
ემოციურ მეტყველებას და სხვ.).
·
დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და
მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ
ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების
მიმართ.
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო
პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
·
ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს
სასწავლო პროექტი;
·
მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ
·
წარმოადგენს პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი
კვლევის შედეგები, პრობლემის არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები,
მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები;
მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს
|
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
კვლევის
უნარ-ჩვევები, ინტერნეტით მუშაობის, კომუნიკაციის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების
უნარ-ჩვევები
|
პროექტის მოკლე აღწერა
|
სიყვარულის
თემაზე შექმნილი ნაწარმოებების მოძიება, ავტორთა ბიოგრაფიების გაცნობა, სასიყვარულო
ისტორიები, სიყვარულის ახსნის მეთოდები სხვადასხვა ეპოქაში.
|
პროექტის სრული აღწერა
|
გამოჩენილი
ადამიანების საინტერესო სასიყვარულო ისტორიების მოძიება, სიყვარულის როლი ადამიანის
ცხოვრებაში, სიყვარულის ახსნის სხვადასხვა გამოხატულებანი-თავგანწირვა,საგმირო საქმეები,ორიგინალური
სასიყვარულო წერილები,ჩანახატები.
|
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
|
მასალის
მოძიება,დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,სასიყვარულო ისტორიების
მქონე ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიების-შემოქმედების გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებებით
მიხედვით ნახატების შესრულება;პრეზენტაციები, ინტერვიუს აღება; მიზნების დასახვა
და პრობლემების გადაჭრის გზები.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები
ისწავლიან სხვადასხვა რესურსების გამოყენებას,გაუნვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევებს,ისწავლიან
ფოტოების და ნახატების გამოფენის გაფორმებას,შექმნიან ფოტო-ალბომს.
|
საინფორმაციო ტექნოლოგიები
|
ინფორმაციის
მოძიება, დამუშავება, ისტ-ის საშუალების მოხმარების დემონსტრირება სხვადასხვა პროგრამების
გამოყენებით.
|
Monday, April 3, 2017
„სიყვარულო ძალსა შენსა“
Subscribe to:
Posts (Atom)